კარლ ჰარცელმა ქართულ მედიას ჟურნალისტიკის დღე მიულოცა. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ნება მომეცით ქართული მედიისადმი პატივისცემა გამოვხატო და ჟურნალისტიკის დღე მივულოცო. მადლობა იმისთვის, რომ ამ გამოწვევებით სავსე დროს წინა ხაზზე რჩებით. ჩემი კოლეგები და მე გაფასებთ თქვენ და თქვენს შრომას“, – წერს ჰარცელი.
