ხშირად საუბრობს ქალბატონი გიული რომ ბაბუა-ბებიამ დაუტოვა ეს მილიონები, მაგრამ სინამდვილეში თავის კოლეგებს და ახალგაზრდობას წაართვა და მიითვისა თავისი შვილის ხელით, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა განაცხადა.
დასმულ შეკითხვას ქონების საფასურთან დაკავშირებით, კოპალიანმა უპასუხა, რომ დღევანდელი შეფასებით 100 მილიონზე მეტის იყო.
„ქონების საწყისი ფასი, მაგრამ აქ ყველა ქონება არ არის, ეს ერთი მოვიპოვეთ ჩვენ, 5059 კვ. და კიდევ 4000 კვადრატი – ორი მილიონი ლარია და ბიჯით, აუქციონის მიხედვით იყო ერთი ბიჯი გაკეთებული 50 ათასი. აი ეს გადასახადი გადაუვადეს სხვასთან ერთად შემდგომ. მაგრამ ჩვენ დავთვალეთ ესე უხეშად 30 მილიონის ქონება იყო, დღევანდელი შეიძლება 100 მილიონზე მეტიც, დღევანდელი შეფასებით“.