შაბათი, თებერვალი 22, 2025

კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ალასანია და რა შეუძლია ავნოს საკუთარ ქვეყანას თუკი პატრონები უბრძანებენ. საკმაოდ მაღალი მოლოდინი მაქვს, რომ ლუსტრირებული აგენტი, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ირაკლი ალასანია განსასჯელის სკამზეც აღმოჩნდეს – ზურაბ ქადაგიძე

როგორც ჩანს, ადგილობრივი აგენტების გარე პატრონები ფიქრობენ, რომ გასული ორი წლის მანძილზე პოლიტიკურ პროცესებში ინტენსიურად ჩართული ჯაშუშები სრულიად ლუსტრირებულები არიან, ამიტომაც, გადაწყვიტეს ერთ-ერთი ყველაზე „წონიანი“ აგენტი – ირაკლი ალასანია დაებრუნებინათ „სცენაზე“, იქნებ, როგორმე მან მოახერხოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ნდობის მოპოვება და საქართველოში უცხოური ინტერესების გატარება! როგორც ჩანს, ჩვენმა უცხოელმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ ჯერაც ვერ გაიაზრეს, რომ მათი გეგმის ვერ განხორციელების მიზეზი არა მათ ხელში უბრალო ინსტრუმენტად ქცეული კონკრეტული პერსონები, არამედ ის მიზნები, გათვლები და დამოკიდებულებებია, რომლებიც საქართველოს მიმართ გააჩნიათ!- წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ქადაგიძე ირაკლი ალასანიას საჯაროდ გამოჩენას და “რადიო თავისუფლებასთან” მის ინტერვიუს აფასებს და აცხადებს, რომ “როგორც ჩანს, ირაკლი ალასანიასთვის ბევრად უფრო მისაღებია ის, თუ რა ხდებოდა 2003-12 წლებში”.

“უკვე წლებია, დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს უცხოური ინტერესების მორჩილი ადგილობრივი „პოლიტიკოსების“, „აქტივისტებისა“ თუ „სამოქალაქო საზოგადოებას“ ამოფარებული ჯაშუშების ქმედებებს. უკრაინაში ომის დაწყებისა და „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების შესაბამისად საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის გეგმის აღსრულების მცდელობების პროცესში, ბუნებრივია, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ჯაშუშები განსაკუთრებით გააქტიურეს და კონკრეტული ქმედებები აიძულეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ვერ შედგა გადატრიალება, რომელსაც საქართველოში ომი უნდა მოჰყოლოდა, მთელმა ქვეყანამ დაინახა ადგილობრივი აგენტურის სახე და ის, რომ ეს ადამიანები საქართველოს ინტერესებს ნამდვილად არ ემსახურებიან!

როგორც ჩანს, ადგილობრივი აგენტების გარე პატრონები ფიქრობენ, რომ გასული ორი წლის მანძილზე პოლიტიკურ პროცესებში ინტენსიურად ჩართული ჯაშუშები სრულიად ლუსტრირებულები არიან, ამიტომაც, გადაწყვიტეს „კარგად დავიწყებული“, უსიტყვოდ მორჩილი და სხვა „წვრილფეხობასთან“ შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე „წონიანი“ აგენტი – ირაკლი ალასანია დაებრუნებინათ „სცენაზე“, იქნებ, როგორმე მან მოახერხოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ნდობის მოპოვება და საქართველოში უცხოური ინტერესების გატარება! როგორც ჩანს, ჩვენმა უცხოელმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ ჯერაც ვერ გაიაზრეს, რომ მათი გეგმის ვერ განხორციელების მიზეზი არა მათ ხელში უბრალო ინსტრუმენტად ქცეული კონკრეტული პერსონები, არამედ ის მიზნები, გათვლები და დამოკიდებულებებია, რომლებიც საქართველოს მიმართ გააჩნიათ! შესაბამისად, ვერ გაიაზრეს, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი ინტერესების განხორციელების რესურსი არ გააჩნიათ და არ აქვს მნიშვნელობა ამას ალასანიას დაავალებენ თუ რომელიმე სხვა აგენტს!

ირაკლი ალასანიამ რადიო თავისუფლებას ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ რამეზე ისაუბრა, მათ შორის, გულის ტკივილით საუბრობდა იმაზე, თუ რა ხდება და რა შედეგი დადგა საქართველოში. სინამდვილეში, განვლილი 12 წლის მანძილზე, გათავისუფლდა ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება, საქართველოში დასრულდა ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო რეალური სუვერენიტეტის მოპოვებასა და შემდეგ მის გამყარებაზე ზრუნვა, ატარებს დამოუკიდებელ, სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამის პოლიტიკას, რაც მთავარია, რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე ინარჩუნებს 12 წლიან უწყვეტ მშვიდობას და ეკონომიკური განვითარების საკმაოდ მაღალ, სტაბილურ ტემპს! ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ საქართველოს აღარ მართავენ ალასანიას მსგავსი სხვადასხვა უცხოელი აგენტები, რომლებიც წარბშეუხრელად გათელავენ საქართველოს ინტერესს, თუ გარე პატრონმა უბრძანა!

როგორც ჩანს, ირაკლი ალასანიასთვის ბევრად უფრო მისაღებია ის, თუ რა ხდებოდა 2003-12 წლებში. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას „მიტმასვნოდა“. ამის შემდეგ სცადა, იქნებ გიორგი თარგამაძის მსგავსად ფსევდო-ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერად დაენიშნათ, ან თარგამაძე ჩაენაცვლებინა და მისი პარტია „მთავარ ოპოზიციურ გუნდად“ ქცეულიყო, თუმცა, ვერ გამოუვიდა! მას დაავიწყდა, რომ ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტსა და ერთ-ერთი მთავარ ჯაშუშ სააკაშვილს საკუთარი პარანოიდული შიშები აწუხებდა და მიაჩნდა, რომ მათ გარე პატრონებს, შესაძლოა, სხვა ჯაშუშით ჩაენაცვლებინათ!

ირაკლი ალასანია რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილკალიბრიანი ჯაშუშია, ჯერ კიდევ 10 წლის წინ დადასტურდა, როდესაც ბიუჯეტიდან საკუთარი თანამშრომლების ხელით მილიონობით ლარი მოიპარა! ე.წ. „კაბელების საქმეში“ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტები იკვეთება, რომლებიც ალასანიასა და მისი თანამშრომლების დანაშაულს ადასტურებს, სწორედ ამიტომ, მისმა გარე პატრონებმა საკუთარი აგენტის მდგომარეობა გულთან მიიტანეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ ალასანია საპატიმროში არ აღმოჩენილიყო. ის, რომ ამ ხალხმა დანაშაული მართლაც ჩაიდინა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დასტურდება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეზე არავინ დავობს და თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რაიმე ტიპის დარღვევაზე მიუთითებს, საუბარი მხოლოდ გარკვეულ პროცედურულ გადაცდომებზეა!”-აღნიშნავს ქადაგიძე.

ქადაგიძის თქმით, “ასევე მითია ის, რომ ალასანია პატრიოტი, ბუნებით დემოკრატი, ლიდერების თვისებების მქონე პოლიტიკოსია, რომელსაც გუნდის შეკვრა შეუძლია. – ის, რომ ალასანია ბუნებით დიქტატორია და გადაწყვეტილებებსაც დესპოტურად იღებდა ყველამ კარგად იცის, ვისაც მაშინდელ „თავისუფალ დემოკრატებთან“ მინიმალური შემხებლობა მაინც ჰქონია”.

ქადაგიძე ირაკლი ალასანიას წარსულ მოღვაწეობასაც იხსენებს და ამბობს, რომ მას ამდენი კრახი აღარ აპატიეს. პოლიტიკური პროცესებიდან მისი დისტანცირების მთავარი მიზეზი კი, პირველ რიგში, ის გახდა, რომ გლობალურ ომის პარტიაში საკუთარი პატრონების წინაშე თავი ძალიან შეირცხვინა, როდესაც ბიუჯეტის ფული მოიპარა.

როგორც “ხალხის ძალის” წევრი აღნიშნავს, მას მაღალი მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ირაკლი ალასანია განსასჯელის სკამზეც აღმოჩნდეს.

“მეც და საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ მის ყოფილ თანაგუნდელებსა და მეგობრებს ალასანიასთან კონტაქტი არ აქვთ და არც კი ესალმებიან. – ირაკლი ჩიქოვანი დღეს თავდაცვის მინისტრია, თეა წულუკიანი ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე კი თბილისის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. აღარ განვაგრძობ კონკრეტული პოლიტიკოსების ჩამოთვლას, თუმცა, ირაკლი ალასანიასთან კონტაქტი, მისი გუნდის, ფაქტობრივად, არც ერთ წევრს აღარ აქვს, რადგანაც ამ კაცს არც დემოკრატის, არ ლიდერის და, მითუმეტეს, არც პატრიოტის რაიმე ნიშან-თვისება გააჩნია! მართლაც რთულია მსგავსი პრეცედენტის მოძებნა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ყოფილი თანაგუნდელები და მეგობრები, საკუთარი პარტიის ხელმძღვანელს გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან!

პოლიტიკოსზე ძალიან კარგად მეტყველებს როგორ იქცევა საკუთარ გუნდთან, თუმცა, ალბათ კიდევ უფრო მეტი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ იქცევა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე! – აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ოპოზიციაში გადასულმა ალასანიამ, საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს თავადვე დაუსვა სამუდამო წერტილი, როდესაც 2016 წელს, გორში მაჟორიტარობის კანდიდატად დარეგისტრირდა, გარკვეული მხარდაჭერაც მიიღო, მეორე ტურშიც გადავიდა, თუმცა, იმ ხალხს, რომელიც ენდო და პოლიტიკურ ბრძოლაში მის გვერდით დადგა, თავადვე უღალატა და მხოლოდ იმის გამო, რომ მისმა პარტიამ 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა! საბოლოოდ ალასანიას ამდენი კრახი აღარ აპატიეს, პოლიტიკური პროცესებიდან მისი დისტანცირების მთავარი მიზეზი კი, პირველ რიგში, ის გახდა, რომ გლობალურ ომის პარტიაში საკუთარი პატრონების წინაშე თავი ძალიან შეირცხვინა, როდესაც ბიუჯეტის ფული მოიპარა, ხოლო იმისთვის, რომ არ დაეპატიმრებინათ, პროცესში მათი ჩართვა გახდა საჭირო. პოლიტიკიდან ალასანიას ჩამოცილებას, ქვეყნიდან მისი წასვლა, შემდეგ კი „თავისუფალი დემოკრატების“ დაშლა და, ფაქტობრივად, ამ „აგენტურული პროექტის“ ჩავარდნა მოჰყვა. ალასანია კი, რომელმაც დირექტივები კარგად ვერ შეასრულა და თავი შეირცხვინა, უმოქმედო აგენტად იქცა!

ის, ფაქტი, რომ დღეს სწორედ ასეთი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანი დააბრუნეს საზოგადოებრივ პროცესებში და მისი მეშვეობით ცდილობენ ქართველი ხალხის განწყობებზე გავლენის მოხდენას, ალასანიას პატრონებზე ბევრად მეტს გვეუბნება, ვიდრე თავად ალასანიაზე! „გლობალური ომის პარტიის“ ადგილობრივი აგენტურული ქსელი საზოგადოების თვალში იმდენად დაზიანდა და მათი ნდობის მაჩვენებელი იმდენად დაბალ ნიშნულზე დავიდა, რომ პოლიტიკურ პროცესში, თავის დროზე პოლიტიკიდან მათ მიერვე ჩამოშორებული ირაკლი ალასანია ჩართეს! ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ ადგილობრივი აგენტები თუ მათი პატრონები სრულიად არიან გაკოტრებულები!

ნამდვილად კარგია, რომ ადგილობრივ წვრილფეხობასთან შედარებით ერთ-ერთმა „წონიანმა“ ჯაშუშმა, საზოგადოებას თავი თვითონ შეახსენა! პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა და საზოგადოებრივ პროცესებში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ალასანია და რა შეუძლია ავნოს საკუთარ ქვეყანას თუკი პატრონები უბრძანებენ! ამ ფონზე კი, ერთი მხრივ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ჯაშუშურ საქმიანობაზე, მეორე მხრივ კი მსგავსი ტიპის პროცესი საქართველოს პარლამენტშიც დაიწყო, შესაბამისად, საკმაოდ მაღალი მოლოდინი მაქვს, რომ ლუსტრირებული აგენტი, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ირაკლი ალასანია განსასჯელის სკამზეც აღმოჩნდეს”.- წერს ქადაგიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ ყაველაშვილი – მისასალმებელია, რომ ურთიერთობა დავამყაროთ მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან, როგორიც არის ჩინეთი, რაც სასარგებლო იქნება მთელი რეგიონის განვითარებისთვის

მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან, როგორიც არის ჩინეთი, ურთიერთობა დავამყაროთ, რაც სასარგებლო იქნება როგორც ჩვენი, ასევე აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს გზაა ევროპული იდეა, რომელიც ღირებულია და ახლოსაა ქვეყანასთან. „საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინეთ ამ ბრძოლაში და ამ პროცესში. ჩვენი სურვილია, გავხდეთ ღირსეული და ძლიერი ქვეყანა, ეკონომიკით და კეთილდღეობით, ეროვნულ ინტერესებზე, ტრადიციებზე, ოჯახურ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა. ასევე ჩვენი გზაა ევროპული იდეა, რომელიც ყველაზე მეტად ღირებულია და ახლოსაა ჩვენთან, ჩვენი მცდელობა გაგრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ევროპაშიც შეიცვლება სიტუაცია, როგორც აშშ-ში. სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობები, ნებისმიერ დიდ ქვეყანასთან და იცით, რომ ჩინეთი საკმაოდ დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ამ დერეფანში მისი ინტერესიც არსებობს. ამ პროცესში ასეთი დიდი ქვეყნის მონაწილეობა ძალიან სასარგებლოა ჩვენი, აზერბაიჯანის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩვენ, სუვერენულმა ქვეყანამ, ასეთი მზარდი ეკონომიკის მქონე ძლიერ ქვეყანასთან დავამყაროთ ურთიერთობა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – გვჯერა, ევროკავშირშიც შეიცვლება ვითარება, ის ძალები იქნებიან წარმოდგენილი, ვინც საერთო ღირებულებებს პატივს სცემენ, სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის პირველი ეროვნული ინტერესია

ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები, პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ გაზრდილიყო პოლარიზაცია, ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, სჯერა, რომ ევროკავშირშიც შეიცვლება სიტუაცია და ის ძალები იქნება წარმოდგენილი, ვინც საერთო ღირებულებებს პატივს სცემენ. „ევროკავშირთან დაახლოების პროცესი დღეს არ დაწყებულა, საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენი ისტორიული სურვილია, ვიყოთ ევროპის წევრი. ჩვენს ხალხს მთელი ისტორიის მანძილზე სურვილი ჰქონდა, საერთო  ღირებულების ნაწილი ვყოფილიყავით. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირშიც შეიცვლება სიტუაცია. ევროკავშირთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ორმაგმა სტანდარტებმა და არასწორმა დამოკიდებულებამ წარმოშვა. ზოგიერთი ბიუროკრატის, განსაკუთრებით, ბრიუსელის და ევროპარლამენტის წევრების, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის, რომლებიც ორმაგი სტანდარტით და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით ევროპის იდეას ანგრევდნენ. ამაზე გვქონდა ჩვენ მუდმივად საუბარი და ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. მინდა, ვახსენო აშშ- ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე, ზუსტად ერთი ერთში არის იგივე გზავნილი, რაზეც ჩვენ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მიმართ გვქონდა პრეტენზიები. პირდაპირ ყოფდნენ ხალხს და ხელისუფლებას, რომ აქ გაზრდილიყო პოლარიზაცია. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ იდეას და ღირებულებებს. ჩვენ ამას წინ აღვუდექით და გამოჩნდა, რომ მართლები ვართ. ეს ბრძოლა არ გაჩერებულა, ჩვენ გვწამს ევროპის და გვინდა, მისი ნაწილი ვიყოთ. გვჯერა, გამოსწორდება იქ სიტუაცია და ის ძალები იქნება წარმოდგენილი, ვინც ამ ღირებულებებს პატივს სცემენ. სხვა შემთხვევაში, როგორც აქამდე ვაცხადებდით, ჩვენთვის პირველი ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომელიც პრინციპში გადარჩენასთან არის ასოცირებული. ჩვენ ისეთ ღირებულებებს ვიცავთ ამ ორმაგი სტანდარტისგან, რომელსაც სახელმწიფოს გაძლიერება ჰქვია. ისინი აკეთებდნენ იმას, რომ შესაძლებელი იყო, საქართველო საერთოდ განადგურებულიყო. ამ რეგიონში ყოფილიყო ცეცხლი, ომი და უბედურება. მათი დამოკიდებულების, ამ ორმაგი სტანდარტის შედეგი შეიძლება, ყოფილიყო რაც უკრაინაში ხდება, ანალოგიური მომხდარიყო კავკასიაში. ამას აღვუდექით წინ და გამოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვართ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ტატა ხვედელიანი – ყველა ფორმატში ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისი მიზანიც საქართველოს ევროპული მომავლის გაცოცხლებაა, მიმდინარე პროცესებში სალომე ზურაბიშვილის როლი მნიშვნელოვანია

ჩვენ ყველა ფორმატში ვითანამშრომლებთ და ვთანამშრომლობთ ყველასთან, ვისი მიზანიც არის საქართველოს ევროპული მომავლის გაცოცხლება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა ოპოზიციის გეგმების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესებში სალომე ზურაბიშვილის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. „სალომე ზურაბიშვილის როლი ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში, რა ვითარებაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველა, ვერთიანდებით ერთი მიზნისთვის, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები და მოხდეს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ასევე, ვერთიანდებით საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თუმცა ამის მიღმა ფასეულობების ნაწილში არსებობს ძალიან ბევრი განსხვავება. არის სხვადასხვა პროცესი, რასაც ცალკეული პარტიები მივყვებით ცალ-ცალკე საერთაშორისო მიმართულებით თუ შიდა პოლიტიკურ ვითარებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ფორმატში ვითანამშრომლებთ და ვთანამშრომლობთ ყველასთან, ვისი მიზანიც არის საქართველოს ევროპული მომავლის გაცოცხლება“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ძალიან სასიხარულოა, რომ მარტის ბოლოდან ეტაპობრივად, პირდაპირ ფრენებს საქართველოში 4 ავიაკომპანია დაიწყებს – მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ავიაბაზარზე გაზაფხულიდან 4 ახალი ავიაკომპანია შემოვა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ავიაბაზარზე ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების საშუალებით ტურისტების შემოსვლას საქართველოში, რაც შემდგომ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება. „ძალიან სასიხარულოა, რომ მარტის ბოლოდან ეტაპობრივად, პირდაპირ ფრენებს საქართველოში 4 ავიაკომპანია დაიწყებს. „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზიჯეტი“ იწყებენ პირდაპირ ფრენებს ლონდონიდან, რაც ბუნებრივია, რომ ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. ჩვენ ძალიან აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვგეგმავთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის იმდენად, რამდენადაც პირდაპირ ფრენებთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

გია ვოლსკი – მაღალი ტრიბუნიდან ჯეფრი საქსის, ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება როდესაც გაისმის, ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს

ჯეფრი საქსი ცნობილი მეცნიერია და ძალიან ბევრი პლატფორმა არის დაინტერესებული, რომ მოიწვიონ, მისი აზრი მოისმინონ და როდესაც ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ჩამოდიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და კარნახობენ იმას, რომ მაიდანის სცენარი არის ყველაზე მისაღები ქვეყნისათვის. „ჯეფრი საქსი ცნობილი მეცნიერია და ძალიან ბევრი პლატფორმა არის დაინტერესებული, რომ მოიწვიონ, მისი აზრი მოისმინონ, არაერთგვაროვანია, უპირისპირდებიან კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში და ბევრ სხვა შემთხვევაშიც ამბობს ფაქტს, რაც ვიხილეთ. ასეთი მაღალი ტრიბუნიდან როდესაც ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს. ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანაში არ არიან პოპულარულები და მოწინავე პოლიტიკურ პოზიციებზე და აქ სურთ, რომ ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და კარნახობენ იმას, რომ მაიდანის სცენარი არის ყველაზე მისაღები ქვეყნისათვის. წარმოიდგინეთ, მათ არაფერი ენაღვლებათ, აბსოლუტურად არ აინტერესებთ საქართველოს მომავალი, მისი ბედი, გააჩნიათ გარკვეული პოლიტიკური ხედვა, თავისი ინტერესი გააჩნიათ და უნდათ, ჩვენ ქვეყანაში მათი ინტერესის რეალიზება ასეთი ბოროტი გზით მოხდეს. ამაზე ლაპარაკობს ჯეფრი საქსი, გამოჩენილი მეცნიერი, პოლიტოლოგი და ვფიქრობ, საყურადღებოა ძალიან ბევრისთვის და არამარტო საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები