ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026

კანადა უკრაინას დამატებით 220 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რუსეთის წინააღმდეგ კი სანქციებს აფართოებს

კანადა უკრაინას დამატებით 220 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რუსეთის წინააღმდეგ კი სანქციებს აფართოებს.

გავრცელებული ცნობით, ე.წ. შავ სიას 21 ფიზიკური და 53 იურიდიული პირი დაემატა, ასევე დასანქცირდა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100 ხომალდი. ამასთან, კანადამ რუსულ ნავთობზე ბარელის ფასის ზღვარი 47.60 დოლარიდან 44.10 დოლარამდე შეამცირა.

რაც შეეხება, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოებას, ახალი პაკეტი 300 მილიონ კანადურ დოლარს მოიცავდა და დაემატა ორ მილიარდ კანადურ დოლარს, რომელიც 2026-2027 ფინანსური წლებისთვის უკრაინის დასახმარებლად არის გამოყოფილი.

ამას გარდა, კანადა კეივს გადასცემს 400 ერთეულ ჯავშანტრანსპორტს და განახლდება უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამა. დამატებით 20 მილიონი კანადური დოლარი გამოიყოფა უკრაინის ენერგოსექტორის მხარდასაჭერად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს უკრაინის შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, უკრაინის მხარდამჭერ ათასამდე აქტს, რეზოლუციებს და განცხადებებს შევუერთდით

არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციის კომენტირებისას განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს გაერო-ს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც ჰქონდა მხარდამჭერი პოზიცია.„ჩვენ აქაც გვქონდა ღიად მხარდამჭერი პოზიცია. მხარი დავუჭირეთ შესაბამის რეზოლუციას. ასევე, არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა, ეს ქვეყნები არიან გამოცხადებული პროდასავლურ და ანტირუსულ ქვეყნებად. რამდენად სამარცხვინოა ეს ორმაგი სტანდარტები, ამას ყველა ხედავს. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო – ჩვენ ათასამდე სხვადასხვა ტიპის აქტს, მათ შორის, რეზოლუციებს და განცხადებებს შევუერთდით მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასეთ ფონზე ეს ორმაგი სტანდარტები თავის თავზე მეტყველებს“, – განაცხადა პრემიერმა.გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მხარდაჭერა“.რეზოლუციას მხარი დაუჭირა 107-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 51-მა ქვეყანამ, რომელთა შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და უნგრეთი.

ირაკლი კობახიძე – ქვეყნებს, რომლებსაც აცხადებენ პროდასავლურად და ანტირუსულად, ასევე არ დაუწესებიათ სანქციები, მათთვის არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს ორმაგი სტანდარტი

გახსოვთ, ოთხი წლის განმავლობაში, მართალია კულუარებში, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას ჩვენგან, მაგრამ საჯაროდ ერიდებოდნენ ამაზე საუბარს, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოუწოდებდნენ საქართველოს სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.„რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას და რაზეც ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს ეს არ მომხდარა, დღეს უკვე ღიად დაიწყეს ამაზე საუბარი. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს ჩვენ სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები.მინდა, შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად და ა.შ. ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება, აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი, აქედან ჩანს, რომ კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა

პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კოჯორში, სადაც დაღუპული იუნკერების ხსოვნას მატივი მიაგო.პრემიერის თქმით, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვისთვის.„პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას. ისინი გმირულად იბრძოდნენ და მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი. ჩვენი ვალია მათთვის პატივის მიგება. ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ჩვენი გმირები გვაძლევენ სწორედ ამის მაგალითს და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ზუსტად ასეთი მაგალითით, როდესაც საქმე ეხება ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას“, – განაცხადა პრემიერმა.

ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ერთ დროს, ტყუპი დების - კაირისა და ბრიელ ჯექსონების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსოფლიო ყურადღების ცებტრში იყო. მათი ისტორია დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და შთამბეჭდავ სამედიცინო მოვლენად მიიჩნევა.გოგონები 1995 წელს, ვადაზე 12 კვირით ადრე დაიბადნენ. თითოეული მათგანი კილოგრამსაც კი არ იწონიდა და ექიმები მათ გადარჩენას მცირე შანსს აძლევდნენ. ახალშობილები დღენაკლულთა ინკუბატორებში ცალ-ცალკე მოათავსეს.ბრიელის მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო და დროთა განმავლობაში წონაში მატებაც დაიწყო, თუმცა კაირის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩებოდა. ექიმები იმედს თითქმის კარგავდნენ.რამდენიმე კვირის შემდეგ მოულოდნელი შემთხვევა მოხდა: ერთ ღამეს ბრიელმა დაიწყო ტირილი, ისე, რომ სუნთქვა უჭირდა და სხეულიც გაუულურჯდა. მორიგე ექთანმა ყველა შესაძლო ზომას მიმართა, თუმცა ბავშვის დამშვიდება ვერ შეძლო.საბოლოოდ, მედდამ, გეილ კასპარანმა — წესების დარღვევის მიუხედავად, ტყუპების ერთად დაწვენა გადაწყვიტა. სწორედ მაშინ მოხდა ის, რასაც მოგვიანებით „სასწაულს“ უწოდებდნენ: ბრიელი მალევე დამშვიდდა და ინსტინქტურად მოეხვია დასუსტებულ დაიკოს, კაირს.რამდენიმე დღეში კაირის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა — მან წონაში მატება დაიწყო და მალევე დაიკოსაც კი გაუსწრო.დღეს კაირი და ბრიელი უნივერსიტეტში სწავლობენ. როგორც თავად ამბობენ, ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ — მათი ისტორია კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად ძლიერია და მნიშვნელოვანია და-ძმის კავშირი.

ისევე, როგორც 105 წლის წინ, დღესაც, უცხო ინტერესების გამტარი “მეხუთე კოლონა” რჩება ნებისმიერი ინტერვენციის ყველაზე ეფექტიან იარაღად. იცვლება მეთოდები, უცვლელია მიზანი – სახელმწიფოს დასუსტება...

"25 თებერვალი იქცა თარიღად, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. ჩვენ დღესაც ამ დღის ზეგავლენის ქვეშ ვცხოვრობთ, რადგანაც დარღვეულია ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, არასრულყოფილია ჩვენი დამოუკიდებლობა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა არ არის ისტორიული ეპიზოდი, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა. ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ ატარებს, საბოლოოდ კარგავს სახელმწიფოს. მისი თქმით, 25 თებერვალი ტრაგიკული დღეა, რომლის გაკვეთილიც ჯერ ისევ სასწავლი გვაქვს."1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ აიღო თბილისი და საქართველოს სახელმწიფოებრიობა ძალით ჩაახშო. დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რესპუბლიკად გადაიქცა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიდა დაპირისპირებაში ბოლშევიკებმა დაამარცხეს მენშევიკები და საქართველო 70 წლით ახალი იდეოლოგიისა და წითელი იმპერიის ტყვეობაში აღმოჩნდა. ამ 70 წლის მანძილზე საქართველოში შეიქმნა ინდუსტრია, წარმოება, განვითარდა ეკონომიკა, გაძლიერდა განათლება, ახალ სიმაღლეზე ავიდა ხელოვნება, კულტურა, მემკვიდრეობაზე ზრუნვა. საბჭოთა წიაღშივე აღორძინდა ქართული ნაციონალიზმი და ეროვნული თვითშეგნებაც, რომლის ფესვებიც ღრმად იყო გადგმული წინა საუკუნეებში.ჩვენ გვყავდა მეცნიერთა, ინტელიგენტთა, ხელოვანთა და კულტურის მოღვაწეთა არაერთი დიდებული პლეადა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვქონდა მთავარი - დამოუკიდებლობა. არასოდეს, ჩვენი ისტორიის მანძილზე ქართველს არ მიუტოვებია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ იმპერიულ სივრცეში უხდებოდა არსებობა.25 თებერვალი იქცა თარიღად, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. ჩვენ დღესაც ამ დღის ზეგავლენის ქვეშ ვცხოვრობთ, რადგანაც დარღვეულია ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, არასრულყოფილია ჩვენი დამოუკიდებლობა. მეტიც, ჩვენი დამოუკიდებლობის ხიშტით ხელყოფას დაემატა მისი სიტყვით ხელყოფა, ქართული ტერიტორიების ოკუპაციას - ქართველთა ტვინების ოკუპაცია, კომუნისტური ინტერნაციონალი ჩაანაცვლა ლიბერალურმა ინტერნაციონალმა, თბილისის თავზე წითელი დროშის აღმართველი ორჯონიკიძე კი, უცხო დროშების მოფრიალე უსამშობლოებმა. ისტორია გვაჩვენებს, რომ გარე აგრესია შიდა სისუსტით ძლიერდება. ისევე, როგორც 105 წლის წინ, დღესაც, უცხო ინტერესების გამტარი "მეხუთე კოლონა" რჩება ნებისმიერი ინტერვენციის ყველაზე ეფექტიან იარაღად. იცვლება მეთოდები, იცვლება ფორმები, მაგრამ უცვლელია მიზანი - სახელმწიფოს დასუსტება შიგნიდან. 25 თებერვალი აუცილებლად უნდა იყოს ამის შეხსენებაც. ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა ვითარებაში ვცხოვრობთ, უნდა გვახსოვდეს რა ფასი გადაიხადა საქართველომ თავისუფლების სიყვარულისთვის, უნდა ვიცოდეთ დამოუკიდებლობის ნამდვილი ღირებულება. დამოუკიდებლობა არ არის ისტორიული ეპიზოდი, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა. ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ ატარებს, საბოლოოდ კარგავს სახელმწიფოს. 25 თებერვალი ჩვენი ისტორიის ტრაგიკული დღეა, რომლის გაკვეთილიც ჯერ ისევ სასწავლი გვაქვს", - წერს პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები