სუვერენიტეტით ვაჭრობა არ ხდება, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.
„დანია და გრენლანდია მარტონი არ არიან. არქტიკის უსაფრთხოება საერთო ტრანსატლანტიკური ინტერესია და ეს არის საკითხი, რომელიც შეგვიძლია ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან განვიხილოთ.
თუმცა, ტარიფებით მუქარა ამისთვის სწორი გზა არ არის. სუვერენიტეტით ვაჭრობა არ ხდება.
ჩვენ არ გვაქვს კონფლიქტის წამოწყების ინტერესი, მაგრამ ჩვენს პოზიციებს არ დავთმობთ. ევროპას საკუთარი ინტერესების დასაცავად ინსტრუმენტების მთელი ნაკრები გააჩნია“, – აღნიშნა მან.

