დღეს, თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა პლატფორმა X-ზე დაწერა.

“საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.

ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – წერს კალასი.