საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, არ ფიქრობს, რუსეთი ნამდვილად დაინტერესებულია უკრაინაში მშვიდობის დამყარებით. ამის შესახებ კაია კალასმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტის დროს მედიასთან საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, რუსეთი თამაშობს და დროის მოგებას ცდილობს.
„არ ვფიქრობ, რომ ისინი დაინტერესებული არიან მშვიდობით. ისინი კვლავ ბომბავენ უკრაინას. ისინი მშვიდობით დაინტერესებულები რომ იყვნენ, ამის შეჩერებას ახლავე შეძლებდნენ. რუსეთი აშკარად თამაშს თამაშობს და ცდილობს, დრო იყიდოს“, – აღნიშნა კაია კალასმა.
გასული კვირის ბოლოს ვლადიმირ პუტინი თურქეთში 15 მაისს რუსეთ-უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის სტამბოლში პუტინს პირადად შეხვდეს.