დღეს ღამით თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელ X -ში წერს.
როგორც კალასი წერს, ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში
„საქართველო ვერ ამართლებს კანდიდატი ქვეყნის ვერანაირ მოლოდინს. ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში“, – წერს კაია კალასი.