მივესალმები აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს ჯედაში, როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
„მივესალმები აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს ჯედაში, განსაკუთრებით, ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინისთვის აშშ-ის დაზვერვისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე ჰუმანიტარულ სფეროში საჭირო დახმარების განახლებასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს კალასი.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.