იმ შემთხვევაშიც თუ აშშ არ დათანხმდება რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის დაწევას, ევროკავშირს ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეუძლია
იმ შემთხვევაშიც თუ აშშ არ დათანხმდება რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის დაწევას, ევროკავშირს ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეუძლია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კაია კალასის თქმით, ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება აშშ-ის მონაწილეობის გარეშეც, ხოლო ამ ქმედებას უარყოფითი ეფექტი ექნება რუსეთის ეკონომიკაზე.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასევე ჩვენთან ერთადაა, და ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ერთად ვმუშაობთ. ნავთობის ფასების შეზღუდვა „დიდმა შვიდეულმა“ დაამტკიცა, შემდეგ კი ევროკავშირმაც“, – აღნიშნა კაია კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირისთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რასაც მარტო აკეთებს, რადგან მოთამაშეები არიან.
კაია კალასმა აღნიშნა, რომ რუსული ნავთობი ევროპაში ბალტიისპირეთისა და შავი ზღვების გავლით შემოდის.
„სინამდვილეში, თუნდაც ამერიკელები არ იყვნენ ჩართული, ჩვენ მაინც შეგვიძლია, ეს ვაკეთოთ და გავლენა მოვახდინოთ“, – თქვა ევროკავშირის დიპლომატმა.
რუსული ნავთობის ფასის ზღვარი ამჟამად ბარელზე 60 დოლარია, ხოლო კაია კალასის წინადადება ითვალისწინებს 45 დოლარამდე დაწევას.