საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აშშ-ს მოუწოდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესყიდვის „ტვირთი გაიზიაროს“.
ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას იარაღის ნატო-სთვის მიყიდვისა და შემდგომ უკრაინისთვის მიწოდების თაობაზე.
„ჩვენ თუ ვიხდით ამ იარაღის ღირებულებას, ეს ჩვენი, ანუ ევროპის მხარდაჭერაა. უკრაინის დასახმარებლად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია. ამიტომ ჩვენ ყველას მოვუწოდებთ იგივე გააკეთონ. თქვენ პირობას თუ იძლევით, რომ იარაღს მიაწვდით, მაგრამ ამბობთ, რომ მის ღირებულებას სხვა გადაიხდის, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მას აძლევთ, არა?“ – აღნიშნა კაია კალასმა.