“კახელებს (ასევე მეგრელებს, გურულებს, იმერლებს, აჭარლებს, ქართლელებს,…) ვერ ვუერთდები, ვერც ხორუმში ჩავერთე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად… თუმცა, იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!”- წერს Facebook-ის პირად გვერდზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
“იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!” – სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილის გეგმა – ის კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს
შეტევის სტრატეგია სალომე ზურაბიშვილისგან - საქართველოს პრეზიდენტი კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს და ამ მიზნამდე მისასვლელ მოკლე გზას ირჩევს. ზეწოლა შიგნიდან და გარედან - ასეთია გეგმა, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაჟღერდა. პრეზიდენტთან ერთად, ახალი არჩევნების ჩატარების სრულ საფუძველს ხედავენ ოპოზიციასა და მესამე სექტორში. ხელისუფლება კი რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს, ამბობენ, რომ ამის კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს. აქცენტი კეთდება სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადაზე. "ვნახოთ სად გააგრძელებს ცხოვრებას ზურაბიშვილი, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ" - ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია.
პრემიერის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი ათონელზე ახალი არჩევნების ჩანიშვნის მიზნით მიიწვია, თუმცა მოგვიანებით ურჩიეს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვა. მთავრობის მეთაურმა დღეს კონკრეტულად იმ კონსტიტუციურ ნორმებზეც ისაუბრა, რომლის საფუძველზე ქვეყანაში ახალი ან რიგგარეშე არჩევნები ინიშნება.
ოპოზიციასთან და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების დანიშვნაზე კონკრეტულად აღარაფერი თქვა, თუმცა საკითხი მთავარ მოთხოვნად დატოვა. თქვა, რომ ახალი სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი წინასწარ არაფერს ამბობს, ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებაა. რჩევა ისევ პრემიერისგან მიიღო.
ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ათონელის რეზიდენციაში ხშირად სტუმრობენ, მის ახალ სტრატეგიას მხარს უჭერენ. ზურაბიშვილის მსგავსად, ისინიც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებაა.
ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება - ასე პასუხობს ოპოზიციას მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ამის არც სამართლებრივი და არც სხვა საფუძველი არ არსებობს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ერთობლივი გეგმა ვერ განხორციელდება.
სალომე ზურაბიშვილმა ხელახალი არჩევნების მოთხოვნის გეგმაზე ორბელიანების სასახლეში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„არ გავფიცულვარ, არც საახალწლო კონცერტი გამიუქმებია და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი“ – მაია ბარათაშვილი
მაია ბარათაშვილი ამბობს, რომ არ გაფიცულა და მომხრეა ქვეყანაში კონცერტები ჩატარდეს.
„არ გავფიცულვარ, არც საახალწლო კონცერტი გამიუქმებია იმიტომ, რომ ვალდებულებები მაქვს და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი. ვთვლი, რომ ხელოვნების მთავარი მისია ადამიანების შეკავშირებაა, ხელოვნების მთავარი მისია არის ხიდების გადება ადამიანებს შორის.
მაგალითი მინდა მოვიყვანო – მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე როდესაც ჯაზი, როგორც უნიკალური ხელოვნების ფორმა ისახებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალიან მწვავედ იდგა რასობრივი დისკრიმინაციის თემა. მოგეხსენებათ, რომ ელა ფიცჯერალდს არ უშვებდნენ კლუბში და კიდევ მრავალი აფროამერიკელის უფლებები ირღვეოდა.
მაშინ ჯაზი იყო მეინსტრიმი და სრულდებოდა ანდერგრაუნდში. იქ საცეკვაოდ თავს იყრიდა როგორც თეთრკანიანი მოსახლეორა, ასევე აფროამერიკელები. იქ არავის არ აინტერესებდა რასობრივი სეგრეგაციის საკითხი, რასობრივი დისკრიმინაცია იქ საერთოდ არ ხდებოდა.
ამიტომ მე ვთვლი, რომ ხელოვნებას აქვს დიდი მისია, გაამთლიანოს, დააკავშიროს თუნდაც გატეხილი გულები, ადამიანები შეაკავშიროს. ამიტომ მე მომხრე ვარ იმის, რომ კონცერტები ჩატარდეს.
ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, მაგრამ ამის გარდა მე ვიტყვი იმას, რომ ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია ორი დაპირისპირებული მხარის შერიგების საქმეში,“ – ამბობს მაია ბარათაშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო სოფლის სცენიდან მსვლელობის მონაწილეებს მიმართა – ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ, ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში მოწყობილ სცენაზე ავიდა და აქცია-მსვლელობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„მინდა, მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის, გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია. კახელებს და სხვებსაც დიდი მადლობა. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი დიდი მადლობა და შევხვდეთ ცხრა საათზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტთან დღევანდელ აქციას შეუერთდება და 21:00 საათზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აქციებთან დაკავშირებით მისი დანაბარები არასწორად დაიპოსტა
სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში თავდაპირველად ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“.
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა პოსტი შეასწორა.
„შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება.
პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია. რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს. ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ქართული კლუბი „გოლდენ გორი“ ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სახელით კლუბმა „გოლდენ გორმა” მიიღო, რომელიც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს ფინალში „გოლდენ გორმა” „ჯუდო უკრაინას“ ანგარიშით 4:0 სძლია.
ქართულმა კლუბმა ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
-73 კგ ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ გიორგი ტერაშვილი
-90 კგ ლუკა მაისურაძე
+90 კგ ირაკლი დემეტრაშვილი
+90 კგ უშანგი კოკაური
+90 კგ თამაზ ბიგანაშვილი
-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი
-70 კგ ეთერ ასკილაშვილი
+70 კგ სოფიო სომხიშვილი