სამშაბათი, იანვარი 27, 2026

„იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა სახის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ საკითხის გადაჭრას დაეხმარება“ – გიორგი გაბუნია

უმრავლესობა მზადაა, პარლამენტისთვის მინიჭებული ბერკეტები გამოიყენოს და საკითხი საკანონმდებლო დონეზე გადაჭრას.

“მიმდინარეობს შეხვედრები, კონსულტაციები სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან და მე დარწმუნებული ვარ, შედეგები იქნება. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სამუშაოები, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, სამთავრობო დონეზე. პარლამენტში შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო კომისია ამასთან დაკავშირებით, იქნება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა სახის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ საკითხის გადაჭრას დაეხმარება,” – აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ ფასების დასტაბილურებისა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის გათანაბრების მიზნით ბაზრის შესწავლის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – როგორც ჩანს უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა უკრაინის მიერ საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, საქართველო ომის, მშვიდობისა და პარტნიორობის შესახებ იმავე პოზიციაში, რაც ჰქონდა.„ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, საქართველოს რა პოზიციაც ჰქონდა ომის, მშვიდობის, პარტნიორობის თაობაზე, აბსოლუტურად იგივეა. კიევიდან ყველაზე გვიან სწორედ ჩვენი ელჩი წავიდა, ის ადამიანი ბომბების ქვეშ მუშაობდა. როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის. კი ბატონი, ჩვენ პარტნიორობისა და მეგობრობის ფორმატში ვრჩებით. ამას ადრეც ვამბობდით. ზელენსკის ის სიმართლე არ მოეწონა, რომელსაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია. ელჩი დანიშნა და ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა.აღნიშნულის შესახებ ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ღუდუშაური ამჟამად წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.ადვოკატის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. უფლებადამცველის თქმით, მას საქმის მასალები არ გადასცემია და არ იცის, რა ბრალდებით არის დაკავებული ილია ღუდუშაური.ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს იკავებდა.

დონალდ ტრამპი – ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელა „სწრაფი ტემპით“ ათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს.„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ვენესუელას ხელმძღვანელობას ამ ჰუმანიტარულ ჟესტზე თანხმობისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ვენესუელაში 151 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. ორგანიზაციების შეფასებით, დაახლოებით 770 ადამიანი კვლავ დაპატიმრებულია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა მათგანი დაკავებულია კანონის დარღვევისთვის.

დონალდ ტრამპი – ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელა „სწრაფი ტემპით“ ათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს.„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ვენესუელა პოლიტპატიმრებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებს, რაც უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ვენესუელას ხელმძღვანელობას ამ ჰუმანიტარულ ჟესტზე თანხმობისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ვენესუელაში 151 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. ორგანიზაციების შეფასებით, დაახლოებით 770 ადამიანი კვლავ დაპატიმრებულია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა მათგანი დაკავებულია კანონის დარღვევისთვის.

27 იანვარს თეონა ქუმსიაშვილი 42 წლის გახდებოდა

დღეს თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღეა.2010 წლის 22 ივ­ლისს მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. "ჯი­პის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­სხვერ­პლა. და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე - თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი, ასე­ვე თე­ო­ნას და, მან­ქა­ნის მძღო­ლი - ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე და მათი შვი­ლი. ტრა­გე­დი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ - გელა და­ი­ა­უ­რი, მისი ცო­ლისძმა და გე­ლას დე­ი­დაშ­ვი­ლი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

ბოლო სიახლეები