პარლამენტმა პენიტენციური კოდექსის პროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა და 80 ხმით მიიღო. პროექტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, ახალი კოდექსის პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი პარლამენტის წევრების, სახალხო დამცველის და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მონაწილეობით.
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, პენიტენციური კოდექსის პროექტი ორ მოქმედ საკანონმდებლო აქტს – „პატიმრობის კოდექსს“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონს აერთიანებს.
თორნიკე ჭეიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომელსაც პენიტენციური კოდექსი ითვალისწინებს, შესაბამისად, გაუმჯობესდება როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა უფლებრივი მდგომარეობა, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები.
პენიტენციური კოდექსის პროექტი არაერთ სიახლეს ითვალისწინებს როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ორგანიზების, ისე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების პროცესის ცალკეული საკითხების მოწესრიგების, აგრეთვე, აღსრულების პროცესში ბრალდებულისა და მსჯავრდადებულის უფლებათა გაფართოების თვალსაზრისით.
აღნიშნული კოდექსიდან გამომდინარე ცვლილებები 21 მოქმედ საკანონმდებლო აქტში შედის.
პენიტენციური კოდექსის პროექტით არაერთი სიახლეა გათვალისწინებული, მათ შორის:
- ბრალდებულსმიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება;
- ყველასახის პაემანი გახდება სრულიად უფასო;
- ყველამსჯავრდებულს ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება;
- გათანაბრდებაბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;
- პენიტენციურისამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;
- პენიტენციურსისტემაში გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე;
- მოსამსახურეებითანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.