იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა.
ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსის თანამდებობას.
იუსტიციის მინისტრის მოადგილეების პოსტს ასევე იკავებენ მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე და ბექა ძამაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილედ კი ლაშა მაღრაძე დაინიშნა.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.