პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია.
ტიმოშენკოს კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლო სხდომა 16 იანვარსაა დაგეგმილი.
პროკურატურა პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერისთვის გირაოს სახით 50 მილიონ გრივნას ითხოვს.
ტიმოშენკოს თქმით, აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია.
„ეს მაშინ ხდება, როდესაც თქვენ გეგმავთ გირაოს გადახდას აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში. მაგრამ თქვენ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, რადგან თქვენი ანგარიშები დაბლოკილია სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც კი. ასეთია საერთაშორისო თაღლითების ანტიკორუფციული მართლმსაჯულება. თქვენ, გულუბრყვილოებო, ალბათ ფიქრობთ, რომ ასეთი პრიმიტიული ნაბიჯები მაიძულებს, გავიქცე ან ბრძოლაზე უარი ვთქვა. თქვენ ძალიან ცდებით“, – წერს ტიმოშენკო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „უკრაინსკაია პრავდის“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ბატკივშჩინის“ ხელმძღვანელი იულია ტიმოშენკო კორუფციაში ამხილეს. პარტიის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

