იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალიური ჯარების უკრაინაში გაგზავნა დღის წესრიგში არასდროს ყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
„ისევე როგორც მიგვაჩნია, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ შემოთავაზებული ევროპული ჯარების გაგზავნა ძალიან კომპლექსური, სარისკო და არაეფექტური ვარიანტია“, – აღნიშნა იტალიის მთავრობის მეთაურმა.