იტალიის კუნძულ სიცილიაზე, ვულკანი “ეტნა” ამოიფრქვა და ერთი კილომეტრის სიმაღლეზე ფერფლს და კვამლს უშვებს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვულკანის დასათვალიერებლად ჩასული ტურისტები თავს გაქცევით შველიან. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
ვულკანის ამოფრქვევის მასშტაბიდან გამომდინარე, მის მიერ გამოშვებული კვამლის ღრუბლის ნახვა ახლომდებარე ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლებს შეეძლოთ.
ტულუზაში, ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრმა, ავიაციისთვის წითელი განგაშის დონე გამოაცხადა, თუმცა ის მალევე შეიცვალა და ამჟამად ნარინჯისფერი განგაშის დონე მოქმედებს.