55 წლის ბრიტანელმა, ენდი ემოტმა 22 წლის გოგონას, სახელად ამბერს თირკმელი გადაუნერგა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წლების წინ ენდის ქალიშვილიც ფილტვის დაავადებამ იმსხვერპლა. სარა ორგანოს გადანერგვიდან 364 დღეში გარდაიცვალა.
„როდესაც ემბერის შესახებ გავიგე, ის ჩემს გარდაცვლილ შვილს, სარას მივამსგავსე და მაშინვე მივხვდი, რომ მისთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა. მე მას თირკმელი გადავუნერგე, ისევე როგორც ერთ დროს უცხო ადამიანმა ჩემს შვილს”,- ამბობს ენდი.