საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადასატვირთად მზადაა. საპარლამენტო უმრავლესობაში პოზიტიური მოლოდინები აქვთ და აცხადებენ, რომ ქართულ ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ინტერესების თანხვედრაა.
“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აუცილებლად მოხდება გადატვირთვა, ამას გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება, თუმცა ის თანხვედრა, რომელიც გვესმის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან, პრეზიდენტს დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისგან, სრულ თანხვედრაშია იმ ღირებულებებთან, იმ გზავნილებთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აგზავნის საკუთარი ამომრჩევლების მიმართ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ახლო პერიოდში შეიძლება ვნახოთ ამ კუთხით გარკვეული, პოზიტიური ცვლილებები,” – პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა სალიამ.