ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე კანოეს სპრინტისა და პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, სერჰი იემელიანოვმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ქართველმა პარასპორტსმენმა KL3 კატეგორიაში 200 მეტრი 39.965 წამში დაფარა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ამ გამარჯვებით საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა.
სერჰი იემელიანოვმა საქართველოს პირველი მედალი ცოტა ხნის წინ გამართულ მსოფლიო თასზეც მოუტანა. მან ასევე ისტორიული მედალი პორტუგალიაში გამართულ ევროპის პარაკაიაკის მარათონზე მოიპოვა.