ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის.
კაცმა ასევე მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის კუნძულ ხარგზე მიტანილი იერიშები და ოპერაციას ირანის წინააღმდეგ განხორციელებული „მძიმე დარტყმა“ უწოდა.
მისივე თქმით, ეს იყო „შესაფერისი პასუხი ჰორმუზის სრუტეში განთავსებულ ნაღმებზე“.
ცნობისთვის, აშშ-ში კვირის დასაწყისში განაცხადეს, რომ იერიში მიიტანეს გემებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ნაღმებს ამონტაჟებდნენ. ირანი უარყოფს საზღვაო გზაზე ასაფეთქებელ მოწყობილობებს დაყენებას.
ჟურნალისტებთან საუბრისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები „აგრძელებენ ძლიერი დარტყმების ტალღას თეირანსა და ირანის სხვა ტერიტორიებზე“.
ამასთან, მისივე თქმით, კონფლიქტის დასრულება მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია, თუ არსებულ რეჟიმს დაამხობენ.

