ისრაელში, გალილეის ზღვა წითლად შეიღება. უჩვეულო მოვლენა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ქვეყნის წყლის რესურსების სამინისტრომ ორშაბათს დაადასტურა, რომ გალილეის ზღვის წყლები ცურვისთვის უსაფრთხოა, მიუხედავად მისი კაშკაშა წითელი ფერისა. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
სამინისტროს განმარტებით, ზღვაში წითელი ლაქები წყალმცენარე Botryococcus braunii-ს აქტივობის შედეგია.
როგორ აქცევს მწვანე წყალმცენარეები წყალს წითლად?
სამინისტროს ინფორმაციით, წითელი ფერი წყალმცენარეების მიერ ინტენსიური მზის სხივების ზემოქმედებისას წარმოქმნილი ბუნებრივი პიგმენტის დაგროვების შედეგია.
მათივე ცნობით, პიგმენტი არატოქსიკურია და გალილეის ზღვაში ჩატარებულმა პროფესიონალურმა ტესტებმა დაადასტურა, რომ მოცურავეებისთვის წყლის წითელი ფერი საშიში არ არის.