ცნობილმა ინგლისურმა კორპორაცია RC Components იანვრის ბოლოს მეცნიერებაში
ლიდერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებენ
მეცნიერული შრომების, პატენტების, მეცნიერ-მკვლევართა რაოდენობას ქვეყნის 1000
მაცხოვრებელზე, ქვეყნის შიდა პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მეცნიერების
გავითარებისათვის გამოიყენება.
რეიტინგის თანახმად უკვე მრავალი წელია აშშ ლიდერობს, ქვეყანა რომელშიც ყველაზე
მეტი მეცნიერული შრომა ქვეყნდება, არა მხოლოდ აშშ-დან არამედ მთელი მსოფლიოს
ქვეყნებიდან. აგრეთვე ყველაზე მეტი პატენტი რეგისტრირდება.
ისრაელმა ამ რეიტინგის თანახმად ისრაელმა მეორე ადგილი დაიკავა. ქვეყანა ლიდერია
1000 მოსახლეზე მეცნიერთა რაოდენობით. დაკ ონკურენციას უწევს სამხრეთ კორეასმ
ეცნიერებაში ინვესტირებული თანხების რაოდენობით.
სამხრეთ კორეა რეიტინის თანახმად მესამე ადგილზეა და ის იაპონიასა და შვედეთსაც
უსწრებს. ქვეყნების პირველ ათეულში აგრეთ დანია, ფინეთი, გერმანია, შვეიცარია და
ავსტრიაა.
რუსეთი რეიტინგის თანახმად 31-ე ადგილს იკავებს ლუქსემბურგსა და სლოვაკიას
შორის.
RC Components საიტის ილუსტრაცია
ისრაელმა კვლავ შეინარჩუნა მეორე ადგილი
სტუ-ის რექტორი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ქვემო ფონიჭალაში უბედური შემთხვევით გამოწვეული ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს, რექტორი თანაგრძნობას გამოხატავს იმ მოქალაქეებისა და ოჯახების მიმართ, რომელთაც საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო აუწერელი ტკივილის ატანა უწევთ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.აკადემიკოსი დავით გურგენიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უმძიმეს წუთებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური სოლიდარობა, ემპათია და საერთო პასუხისმგებლობა, რათა ტრაგედიით დაზარალებულებმა იგრძნონ, რომ საკუთარ ტკივილთან პირისპირ, მარტონი არ არიან დარჩენილნი. მისი თქმით, დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა, მათი ოჯახების თანადგომა და დაშავებულებზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი ვალია.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებისა და სტუდენტების, ასევე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის სახელით, ღრმა მწუხარებასა და გულისტკივილს გამოვთქვამთ ქვემო ფონიჭალაში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხუთი კი დაშავდა.19 ნოემბერს უბედური შემთხვევით გამოწვეული აფეთქება წარუშლელ კვალს დატოვებს დაღუპულთა ოჯახებისა და მათი ახლობლების მეხსიერებაში, თითოეულ ჩვენგანში. ეს უმძიმესი შედეგია - ექვსი შეწყვეტილი სიცოცხლე, ექვსი ოჯახის გამოუთქმელი ტკივილი და აუტანელი სიცარიელე, რომლის შევსებასაც ვერაფერი შეძლებს. ამ ტრაგედიის მასშტაბი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მყიფეა ადამიანის სიცოცხლე და რამდენად დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ერთმანეთისა და საზოგადოების წინაშე.ამ მძიმე წუთებში განსაკუთრებულ პატივისცემასა და მადლიერებას გამოვხატავთ მათ მიმართ, ვინც ტრაგედიის ადგილზე ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, ვინც საკუთარი პროფესიული მოვალეობისა და ადამიანური პასუხისმგებლობის ერთგული დარჩა და დაზარალებულთა დასახმარებლად ძალისხმევა არ დაიშურა.ძნელია გადმოსცე უდიდეს დანაკარგთან დაკავშირებული განცდა და ის ტკივილი, რომლის შემსუბუქებაც ნუგეშს არ შეუძლია. თუმცა სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადამიანური თანადგომა, თანაგრძნობა და გაცნობიერება იმისა, რომ სხვისი უბედურება არასოდეს არის მხოლოდ სხვისი ტრაგედია.ჩვენი ფიქრები და ლოცვები გარდაცვლილთა ოჯახებთანაა. სრულ თანადგომას ვუცხადებთ ყველას, ვინც ამ უმძიმეს ტკივილს ებრძვის, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი – გასაუბრების ფორმატით წარმოუდგენელია საგამოძიებო ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდო, გამოძიების დაწყების შემთხვევაში კი სრულად მიაწვდის, ალბათ ამით თვალთმაქცური ნაბიჯის გადადგმა უნდოდათ
48-ტომიანი საქმეა, ირაკლის ბრალის დამადასტურებელი მხოლოდ ერთი პირდაპირი და ორი ირიბი ჩვენება დევს, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა განაცხადა.როგორც ის განმარტავს, საბოლოოდ მაინც ის დადასტურდება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი მის წერილებში აცხადებს.რაც შეეხება აღნიშნულზე გამოძიებას, თამაზაშვილის თქმით, ამ დრომდე ის არ დაწყებულა.„გასაუბრებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად, გასაუბრების ფორმატით წარმოუდგენელია საგამოძიებო ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდო. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილი სრულად მიაწვდის ინფორმაციას მათ.... მიზანთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, ალბათ, გარკვეული თვალთმაქცური ნაბიჯის გადადგმა უნდოდათ საზოგადოებისთვის რომ დაენახებინათ. ბუნებრივია, ირაკლის მიმართ დარღვეულია უფლებები და წამების ტოლფასი ქმედებაა ჩადენილი, ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, დარღვეული უფლების აღდგენას, რაც ჩვენ ვერ მივიღეთ. ვნახოთ, დაველოდოთ...48-ტომია გაცვლილი და გადმოცემული ჩვენთან, ირაკლის ბრალის დამადასტურებელი მხოლოდ ერთი პირდაპირი და ორი ირიბი ჩვენება დევს საქმეში. აქამდე რა ქმედებებიც ვიხილეთ, იმას ბუნებრივია, სამართლიან სასამართლოსთან საერთო არ აქვს და კითხვის ნიშნები დაისვა, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. საბოლოოდ მაინც ვფიქრობ, ეს პროცესები გახდება იმის დასტური და ნათელს მოფენს იმ გარემოებებს, რაზეც ირაკლი თავისივე წერილებში საუბრობდა ",- განაცხადა თამაზაშვილმა.ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გახსნა – სხდომას ღარიბაშვილი არ ესწრება
ამ ეტაპისთვის საქმის განხილვა საჯარო სხდომაზე უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომელმაც კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა გახსნა და ის დახურულ რეჟიმში არ ტარდება.აღნიშნულის მიზეზად მოსამართლემ ,,საჯაროობის და თანაზომიერობის პრინციპი დაასახელა".სასამართლოს სხდომათა დარბაზში მედიის წარმომადგენლები და დამსწრეები შეუშვეს.პროცესს არ ესწრება თავად ირაკლი ღარიბაშვილი.ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
„მეც თაიას ტოლი შვილი მყავს, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო როდესაც ის ხელში დავიჭირე და ჩავიხუტე თითქოს საკუთარ შვილს ვიხუტებდი“ – მეხანძრე-მაშველი, შალვა გათენდაშვილი
მეხანძრე-მაშველი შალვა გათენდაშვილი იხსენებს იმ ემოციურ წუთებს, როდესაც სამაშველო ოპერაციის დროს პატარა თაია გადაარჩინა.„როდესაც ცოცხალ ადამიანს გადაარჩენ და მითუმეტეს პატარა ბავშვს მთელი შენი კარიერის განმავლობაში მოგყვება, რომ სიკეთე გაქვს გაკეთებული. გუშინდელი განსაკუთრებული შემთხვევა იყო, მეც თაის ტოლი შვილი მყავს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო როდესაც ის ხელში დავიჭირე და ჩავიხუტე თითქოს საკუთარ შვილს ვიხუტებდი, ამაზე დიდი ბედნიერება მეხანძრე-მაშველისთვის, როდესაც პატარა სიცოცხლეს გადაარჩენ არაფერი არ არის.“, - ამბობს მეხანძრე-მაშველი, შალვა გათენდაშვილი.შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მიხეილ ყაველაშვილი – ფონიჭალაში მომხდარმა თითოეული ჩვენგანი შეძრა, თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. განსაკუთრებით მიმძიმს, რომ აფეთქებას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს პრეზიდენტი.ამასთან, ყაველაშვილი სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდის.„მადლობა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს პროფესიული პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის – მათ მიერ გადარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლისთვის. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის სამსახურებს და ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. მადლობა ექიმებს, რომლებიც დაშავებულთა სრულ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ. ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
