ისრაელმა საჰაერო თავდასხმის შედეგად გაანადგურა ირანის მთავარი პოლიტიკური შენობა, სადაც „ექსპერტთა ასამბლეის“ წევრები იკრიბებოდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„ექსპერტთა ასამბლეა“ ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი.
მედიის ცნობით, თავდასხმას ადასტურებს ისრაელის თავდაცვის სამინისტროც.
ირანის ექსპერტთა ასამბლეა 88 წევრისგან შედგება და მას ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა ევალება. უცხოური მედიის ცნობით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენი მათგანი იმყოფებოდა შენობაში დარტყმის დროს.

