ისრაელმა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა დაბომბა, რომელიც თეირანში მდებარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც თავდასხმის მომენტია ნაჩვენები.
ისრაელის მხრიდან განხორციელებულმა შეტევამ შეაფერხა მაუწყებლობა. კადრში ჩანს, რომ დარტყმის შემდეგ წამყვანს პირდაპირ ეთერში მოუწია სტუდიის დატოვება.
ამასთან, მედიაში ვრცელდება მასალები, სადაც ჩანს თუ როგორ იწვის ტელევიზიის შენობა.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ევაკუაციისკენ მოუწოდეს იმ რაიონის მოსახლეობას, სადაც სადაც ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა მდებარეობს.