ისრაელმა დამასკოში, სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე იერიში მიიტანა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოკადრებს და წერს, რომ ძლიერი დარტყმები დაიწყო.
„როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობას, სულ მცირე, ორი დრონით მიაყენა დარტყმა.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყა სირიის რეჟიმის სამხედრო შტაბ-ბინის შესასვლელს დამასკოში“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.