სულ უფრო მეტი ნიშანი ჩდება იმისა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ჩვენთან აღარ არის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუმ აიათოლა ალი ხამენეის დიქტატორი უწოდა.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს დარტყმები მათ „ტირანიისგან გათავისუფლებაში“ დაეხმარება.
მისივე თქმით, ირანელებს ახლა აქვთ „თაობაში ერთხელ მოცემული შანსი“ რეჟიმის დასამხობად.
„მასობრივად გამოდით ქუჩებში და სამუშაო შეასრულეთ. დროა, ისტორიული მისიის შესასრულებლად გაერთიანდეთ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „მოთმინებას“ მოითხოვს და „გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
„ეს ომი ნამდვილ მშვიდობამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

