ისრაელის მოსახლეობა ქვეყნის ჩრდილოეთში ისვენებს

Read Time:31 Second

გასულ კვირას, ათიათასობით ისრაელის მოქალაქე და ქვეყანაში
სტუმრად მყოფი ადამიანი დასასვენებლად ქვეყნის
ჩრდილოეთისაკენ, ჰოლანის სიმაღლეებზე და ჰემრონის მთისაკენ
გაემგზავრა. ამის გამო ისრაელში, ჩრდილოეთისაკენ მიმავალ
საავტომობილო გზებსა, თუ ტრასებზე სატრანსპორტო საცობები
მოეწყო.
ჰოლანის სიმაღლეებზე ყველა ტურისტული კომპლექსი უკვე შუა
კვირიდან იყო დაჯავშნული, შემდეგ კი გადავსებული. მომავალ
შაბათს, კი უფრო მეტ ტურისტს ელოდებიან. ტურისტთაგან
უმეტესობა სამთო-სათხილამურო სპორტის მიმდევარია. სპორტის ამ
სახეობების მოყვარულთ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ უცხო
ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გამგზავრების საშუალება არ
მისცა. ამის გამო ისრაელში არსებული სამთო კურორტები
გადაიტვირთა. თან წლევანდელი ზამთარი ისრაელში მეტად
უხვთოვლიანი გამოდგა. ჰემრონის მთის ძირში თოვლის საფარმა 1.8
მეტრს ხოლო მწვერვალისაკენ 2 მეტრამდე მიაღწია.
ფოტო: ტურისტული კომპლექსის პ/ს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ენდელაძე: ბოქსირებულ განყოფილებაში მძიმე პაციენტთა უმეტესობა აუცრელია
Next post ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნებისმიერი გზით დესტაბილიზაციის მიღწევა არის ერთადერთი მიზანი