კვირა, მაისი 18, 2025

ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული იერიშის შედეგად, ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 100 ადამიანია დაღუპული

ისრაელის მიერ ღაზაში განახლებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 100 ადამიანი.

ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან.

საერთო ჯამში, ხუთშაბათს განახლებული ოპერაციის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 350-ს აჭარბებს.

ამჟამად დოჰაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მიმდინარეობს.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დოჰაში მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებები მოიცავს ომის დასრულების, ასევე ზავისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შეთავაზების განხილვას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ომის დასრულება უნდა მოიცავდეს ღაზას სექტორის დემილიტარიზაციას, ასევე ჰამასის მებრძოლების ტერიტორიიდან გადასახლებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” თავისი ანასხლეტებით პოლიტიკურად დასამარებულია – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ანასხლეტებით პოლიტიკურად დასამარებულია.მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის ჩამოუყალიბებლობა მიუთითებს იმაზე, რომ არა მარტო კრიზისი აქვთ, მათი არამედ მათი დასამარების პროცესია დაწყებული."თავად ის ფაქტი, რომ დღემდე ვერ ჩამოყალიბებულა "ნაციონალური მოძრაობა" თავის განშტოებებით, ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და ვინ არა, უკვე ნიშნავს იმას, რომ კრიზისი კი არ აქვთ, პრაქტიკულად პოლიტიკური დასამარების პროცესია "ნაციონალურ მოძრაობაში" და მის ანასხლეტებში. ნაწილი ამბობს, რომ იღებს მონაწილეობას, ნაწილი ამბობს რომ არ იცის. მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ანასხლეტებით პოლიტიკურად დასამარებულია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ფინეთის პრეზიდენტი – ზელენსკი მომთმენია, მაგრამ ტრამპის მოთმინება იწურება

ფინეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის თქმით, გუშინ საღამოს ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, ხოლო დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.„ზელენსკი მომთმენია, მაგრამ ტრამპის მოთმინება იწურება, თუმცა სწორი მიმართულებით, ანუ პუტინის მიმართულებით“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.სტუბმა აღნიშნა, რომ უკრაინის მოკავშირეები მუდმივად ცდილობენ, ტრამპს დაანახონ, რომ უკრაინას შეუძლია თავდაცვითი ომის წარმოება, ხოლო რუსეთში სიტუაცია უფრო მძიმეა, ვიდრე ვარაუდობდნენ.ფინეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინისთვის სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა.ბოლოს ფინეთის პრეზიდენტი ტრამპსა და ზელენსკის ერთი კვირის წინ ესაუბრა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს.ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.ისინი სკანდირებენ: "აჯანყდი!", გაათავისუფლეთ ტყვეები!".აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსია ბანერი, რომლითაც აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.მათ გაშალეს საქართველოს დროშაც. ისინი სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.თავდაპირველად, პროტესტის მონაწილეები მეტრო "სამედიცინო უნივერსიტეტთან" შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობისკენ გაემართნენ. მათ გზის სავალი ნაწილი ცალმხრივად გადაკეტეს. მსვლელობას თან მიუძღვის პოლიციის კორდონი. საგამოძიებო სამსახურის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის ბოლო ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის 24-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, — ასეთია რამდენიმე ანალიტიკური სპორტული პორტალისა და ფრანგული მედიის შეფასება.„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა ტურის მატჩში „ოსერთან“ დუბლი გაიფორმა — ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა (3:1). ეს კვარაცხელიასთვის საფრანგეთის ჩემპიონატში შესრულებული პირველი დუბლი იყო.პორტალმა WhoScored-მა ქართველ ფეხბურთელს უმაღლესი შეფასება — 10.0 ქულა დაუწერა, ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და სიმბოლურ თერთმეტეულშიც შეიყვანა. იდენტური შეფასება მიიღო პლატფორმა Sofascore-სგანაც — ხვიჩამ 10 ქულა მოიპოვა და ისიც ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.რაც შეეხება ფრანგულ გამოცემა L’Équipe-ს, მისი შეფასება შედარებით მოკრძალებულია — 8.0 ქულა, თუმცა კვარაცხელია ამ ვერსიითაც კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ხვალ რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ხვალ რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდება.ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.„დღეს ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას. შემდეგ მომეცა შესაძლებლობა, მისთვის პირადადაც მიმელოცა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხვალ მაქვს შეხვედრა მასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები საქართველოსა და ვატიკანს შორის, წინა პაპთან მიმართებაშიც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა და ვიმედოვნებ, რომ ახალ პაპთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები