ირანის წინააღმდეგ მობილიზაციის ფარგლებში, აშშ-ის ძალები თურქმენეთ-ირანის საზღვარზე და ასევე სომხეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 20 ამერიკული ბაზის დასაცავად ასევე განლაგდა THAAD და Patriot სისტემები.
ამავდროულად, აშშ-დან და ევროპიდან რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებზე საჰაერო გადაზიდვა გრძელდება. პარალელურად, დიდმა ბრიტანეთმა ექვსი F-35 სტელს-თვითმფრინავი გაგზავნა თავისი ორი ტანკერით.
ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ირანის ქმედებების მთავარი მიზანი დროის მოგებაა, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს ისრაელისა და აშშ-ის ირანზე თავდასხმის უნარს.

