ისრაელის ქალაქ ბეით შემეშში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ Times of Israel ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, რაკეტა საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა, რამაც საზოგადოებრივი თავშესაფარი და მიმდებარე სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 28 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.

