ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს.
„თავდაცვითი სისტემები საფრთხის აღსაკვეთად მოქმედებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეეფარონ თავი სპეციალურ თავშესაფრებს და დარჩნენ იქ შემდგომ განკარგულებამდე.

