ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, საერთო ჯამში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ცხრა მეცნიერისა და ექსპერტის ლიკვიდაცია განახორციელეს.
მათივე ინფორმაციით, მათ შორის არიან ექსპერტები მექანიკის, ფიზიკისა და მასალების ინჟინერიაში.
მეცნიერების დაღუპვას ადასტურებენ ირანშიც. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული იყო ექვსი მეცნიერი.