ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.
მისი თქმით, ისრაელელი პილოტები ჯერ კიდევ უტევენ ირანის სხვადასხვა რაიონში სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებს.
„დარტყმები ზუსტი და სინქრონიზებული ოპერაციის ნაწილი იყო. პილოტები ჯერ კიდევ უტევენ სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებს ირანის სხვადასხვა რაიონში“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, ეფიმ დეფრინმა.