კვირა, ივნისი 15, 2025

ისრაელის თავდასხმას მაღალი რანგის კიდევ ორი ირანელი სამხედრო პირი ემსხვერპლა – ირანული მედია

ისრაელის თავდასხმას ირანის არმიის მაღალი თანამდებობის კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, გარდავლილია: გოლამრეზა მეჰრაბი – ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე დაზვერვის საკითხებში, და მეჰდი რაბანი – შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე ოპერატიულ ნაწილში.

გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდასხმის დროს მოკლეს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მოჰამედ ბაყერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამი, ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის „ხატამ ალ-ანბიას“ მეთაური, გენერალი გოლამალი რაშიდი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური, ამირ ალი ჰაჯიზადე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქული მედია – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპთან საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა ანკარას მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.როგორც თურქული მედია წერს, ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ისრაელ-ირანის კონფლიქტი და რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება ირანსა და ისრაელს შორის არსებულ დაძაბულობას და აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს დავის მოგვარების „ერთადერთ გზად“ მიიჩნევს.თურქეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პოზიციას, რომ საკითხის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო, ისრაელის საჰაერო ძალები კი, ამჟამად თეირანში სამხედრო ობიექტებს უტევენ

ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.„თავდაცვის სისტემები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. თქვენ უნდა შეხვიდეთ დაცულ ტერიტორიებზე და იქ დარჩეთ შემდგომ შეტყობინებამდე”,- აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალები ამჟამად თეირანში სამხედრო ობიექტებს უტევენ.ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა გაისროლეს.

ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს

ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს.ვენის სასამართლომ ზურა კეკელიას 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა.ქართველმა ექიმმა 58 წლის ქალს ბინაში ნიკაპის მოდელირების პროცედურა გაუკეთა, რომელიც მისთვის სავალალო აღმოჩნდა. ქალს მალევე გართულებები დაეწყო, სეფსისი განუვითარდა, საჭირო გახდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება.დაზარალებულმა ქალმა მეგობრისგან ე.წ. „კოსმეტიკური წვეულების“ შესახებ შეიტყო, სადაც იაფ და აშკარად უკანონო სილამაზის პროცედურებს სთავაზობდნენ.ადგილობრივი მედია ავრცელებს ფოტოებს ბინიდან, სადაც ჩანს, რომ პროცედურა ანტისანიტარიულ პირობებში ტარდებოდა.ირკვევა ისიც, რომ ზურა კეკელიას ავსტრიაში მუშაობის ლიცენზიაც არ ჰქონდა.

რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ირანში? – ატომური საერთაშორისო სააგენტო საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ გუშინდელი თავდასხმის შედეგად ირანში, ისპაანის ატომურ ელექტროსადგურზე ოთხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი შენობა დაზიანდა, მათ შორის ურანის გადამამუშავებელი ქარხანა.„ნათანზის მსგავსად, სადგურის გარეთ რადიაციის ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

„ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ…“ – რას წერს ნინა დრამა საქართველოზე და ქართველებზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა. დვალიშვილი საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში იმყოფება ცნობილი ჟურნალისტი ნინა დრამა, რომელიც UFC-ის პრომოუტერია. იგი MMA-ს შესახებ გასართობ კონტენტს ქმნის. ამჯერად ნინა დრამა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელზედაც საქართველოზე წერს:„უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მშვენიერ ხალხს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ გაშლილი ხელებით მიმიღეს თავიანთ ქვეყანაში. ამდენი სიყვარული და პოზიტივი არასდროს განმიცდია! ვტირი, ისეთი ბედნიერი ვარ“, - წერს ნინა დრამა.  

ბოლო სიახლეები