იტალიაში ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში პოლონელი სტარვინსკა ანგარიშით 15:7 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ ანდრია მოგოსს 15:9 სძლია და ტურნირზე პირველ ადგილზე გავიდა.
საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას პიზის 2025 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. დღეს მოგვიანებით ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ხმლით ფარიკაობაში იასპარეზებენ.