„პატრიოტთა ალიანსის“ და „ლელოს“ ლიდერებს შორის შეხვედრა შედგა. ირმა ინაშვილი ამ ფაქტს ადასტურებს და შეხვედრის მიზეზებს განმარტავს. მან აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძეს აქამდეც არაერთხელ შეხვედრია.
„ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს ელჩებთან შეხვედრების ფორმატში, როცა მიშელი სტუმრობდა საქართველოს. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და სხვადასხვა ტიპის საჯარო ფორმატებში ვხვდებით ერთმანეთს. ასევე არის არასაჯარო შეხვედრები, სადაც დასამალი არაფერია. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე“, – ამბობს ინაშვილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ რუსთავის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.