ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. ირანის ხელისუფლების ცნობით, ესმაილ ფექრი 2023 წელს დააკავეს. ოფიციალური თეირანის ინფორმაციით, ის ფულის სანაცვლოდ ცდილობდა მოსადისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას.
ირანული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა პარასკევს ირანში საჰაერო ოპერაცია დაიწყო, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანია დაკავებული.
ამასთან, კვირას ისრაელში ირანული სადაზვერვო სამსახურისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი ისრაელელი დააკავეს. ანალოგიური ბრალდებებით გასულ კვირას თელ-ავივში 13 წლის მოზარდი დააკავეს.