10 აპრილს აშშ-სთან მოლაპარაკებებში ირანის ჯგუფს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ სააგენტო „ისნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა, სახელმწიფოსთან ასოცირებულმა საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ განაცხადა, რომ ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი ჯერ არ არის შერჩეული.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა „სიენენს“ ადრე განუცხადეს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ისლამაბადში გაიმართება პაკისტანელი შუამავლების თანდასწრებით.
აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, სიძე ჯარედ კუშნერი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

