ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. მედიკოსების ცნობით, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ისრაელში დაშავებულია 11 ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. რაკეტები და ნამსხვრევები ქვეყნის ფარგლებში ათ ადგილას ჩამოვარდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
ამჟამად, ისრაელის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში შეწყდა. არმიაში ამბობენ, რომ მოქალაქეებს თავშესაფრის დატოვება შეუძლიათ.