სამშაბათი, თებერვალი 17, 2026

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი აშშ-ს ირანში „ჰუმანიტარული ჩარევისკენ“ მოუწოდებს

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანში „ჰუმანიტარული ჩარევისკენ“ მოუწოდებს.

ფაჰლევიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განცხადა, რომ ირანელი ხალხი „თავისუფლებას“ ითხოვს და მსოფლიოს მოუწოდა, ირანზე ზეწოლა გაზარდოს.

„ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, ირანში ადამიანებს სიკვდილით სჯიან, ადამიანებს აპატიმრებენ და აწამებენ. სწორედ ამიტომ არის ჩარევა აუცილებელი – ჰუმანიტარული ჩარევა სიცოცხლეების გადასარჩენად, რომელთა დაკარგვაც სხვა შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება“, – აღნიშნა რეზა ფაჰლევიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.„დღეს ვიწყებთ მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს სამმხრივ ფორმატში – უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთი. მადლობას ვუხდით ამერიკულ მხარეს ჩართულობისა და სათანადო მუშაობისთვის, შვეიცარიას კი – შეხვედრის ორგანიზებისა და დისკუსიებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნა  უმეროვმა.უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, დელეგაციას უკრაინის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ჩარჩო და მკაფიო მანდატი აქვს.„დღის წესრიგში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხებია. ვმუშაობთ კონსტრუქციულად, კონცენტრირებულად და ზედმეტი მოლოდინების გარეშე. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად წინ წავწიოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მდგრად მშვიდობასთან ახლოს მიგვიყვანს“, – განაცხადა რუსტემ  უმეროვმა.პარალელურად, რუსული მედია წერს, რომ მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და განხილვის მთავარი საგანი სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საკითხებია.

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, დააგვიანეს, მშვიდობა შევინარჩუნეთ

ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „რუსთავი 2“- ის ეთერში გამართულ დებატებს ეხმაურება.„დააგვიანეს. მშვიდობა შევინარჩუნეთ. ახლა ვლაპარაკობთ ეროვნულ ინტერესზე. ოპოზიცია კი ისევ ბრიუსელის წინაშე ცალ ფეხზე დგომისკენ მოგვიწოდებს.გამოიცანით, რა მოხდება ოთხი წლის თავზე…“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

სასტუმროების ქსელის, Hyatt-ის თავმჯდომარე, მილიარდერი ტომ პრიცკერი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა

ილინოისის გუბერნატორის, ჯეი ბი პრიცკერის ძმამ, ამერიკელმა ბიზნესმენმა, ტომ პრიცკერმა განაცხადა, რომ Hyatt Hotels Corporation-ის საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.„მოხდა საშინელი შეცდომა, როდესაც კონტაქტი მქონდა ჯეფრი ეპშტეინთან და გისლეინ მაქსველთან. არ არსებობს მორალური გამართლება, რომ არ ჩამოვცილდი მათ უფრო ადრე“, – აღნიშნა მილიარდერმა გავრცელებულ განცხადებაში.როგორც მედია წერს, ერთ-ერთ წერილში, 2018 წელს ეპშტეინმა პრიცკერს სთხოვა, დაეჯავშნა ბილეთები ქალისთვის, რომელიც აზიაში მიემგზავრებოდა. პრიცკერმა როდესაც ჰკითხა, რას აპირებდა აზიაში, ქალმა უპასუხა, რომ „ჯეფრისთვის ახალ გოგონას ეძებდა“. „დაე, შენთან იყოს ძალა“, – უპასუხა პრიცკერმა.შეგახსენებთ, მანამდე ეპშტეინთან კავშირის გამო ერთ-ერთი მსხვილმა პორტების ოპერატორმა კომპანიამ, DP World-მა დაითხოვა აღმასრულებელი დირექტორი სულთან აჰმედ ბინ სულაიემი. ასევე, 2025 წლის ბოლოს აშშ-ის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლარი სამერსი OpenAI-ს დირექტორთა საბჭოდან გადადგა და ყველა საჯარო თანამდებობა დატოვა სექსუალური დანაშაულისთვის გასამართლებულ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო.

ალი მოჯანი: ჟენევა ამჯერად განსხვავებული იყო, დაემატა დაკარგული ელემენტი- სერიოზულობა

ჟენევა ამჯერად განსხვავებული იყო, დაემატა დაკარგული ელემენტი- სერიოზულობა -ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი  პლატფორმა X-ზე წერს.შეგახსენებთ, ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ომანის საელჩოში იმართება. ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას წამყვან ავსტრიულ უნივერსიტეტში გაარგძელებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები, MULgrants პროგრამის ფარგლებში, ავსტრიაში, Montanuniversität Leoben-ში გააგრძელებენ სწავლას.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ფაკულტეტის ბაკალავრი მათე ბერიძე, მაგისტრანტები - გიორგი საბიაშვილი და დავით მეკოკიშვილი და დოტორანტი იოვანე ლომსაძე სამთო, ნავთობისა და გაზის ინჟინერიის, ასევე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულებით ვროპის მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზებულ უნივერსიტეტში ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში ისწავლიან.სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის განმარტებით, Montanuniversität Leoben-ში სწავლის გაგრძელებით სტუდენტები ჩაერთვებიან საერთაშორისო მოწინავე კვლევებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გაიძლიერონ პროფესიული კომპეტენციები გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების მიმართულებით.როგორც პროფესორი ნოე ხოზრევანიძე აღნიშნავს, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში სამთო-სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი გრიგოლ წულუკიძე Montanuniversität Leoben-ის კურსდამთავრებულია.„დიდმა გრიგოლ წულუკიძემ 1913 წელს სწორედ ეს ცნობილი ავსტრიული უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდგომაც დააფუძნა პოლიტექნიკური ინსტიტუტის - დღევანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - სამთო-ქიმიური ფაკულტეტი და მისი პირველი დეკანი გახდა. სწორედ გრიგოლ წულუკიძის საქმიანობით ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებულ სამთო განათლებასა და სამეცნიერო კვლევას. ეს ისტორიული სიმბოლიზმი უდიდესი მოტივატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის.დღეს ჩვენი სტუდენტებისთვის Montanuniversität Leoben-ში სწავლა არა მხოლოდ აკადემიური და კვლევითი მობილობაა, არამედ ისტორიული და პროფესიული პასუხისმგებლობაც: ამით ჩვენი ახალგაზრდები აგრძელებენ იმ ტრადიციას, რომელსაც ას წელზე მეტი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. ამასთან ერთად, საერთაშორისო კვლევებში ჩართულობა, ახალი ტექნოლოგიებისა და კვლევითი მეთოდების ათვისება მათ საშუალებას მისცემს, ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად და სამომავლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქართული სამთო-გეოლოგიის დარგისა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში“, - ამბობს ნოე ხოზრევანიძე.ფაკულტეტის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი ხეცურიანის თქმით, დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავითარებს გრიგოლ წულუკიძისა და მის თანამოაზრეთა სამეცნიერო-აკადემიურ მემკვიდრეობას და ამ მიზნით აძლიერებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პარტნიორობას. როგორც გიორგი ხეცურიანი განმარტავს, აღნიშნული პროცესის ერთ-ერთი კომპონენტი MULgrants პროგრამის ფარგლებში სტუ-ის სტუდენტების აკადემიური და კვლევითი მობილობაა, რომელიც ასევე ფართოდ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ინდუსტრიების, მათ შორის კომპანია RMG-ის მხრიდან.„ასეთი მიდგომები ქმნის მყარ საფუძველს ინსტიტუციური წინსვლისთვის და უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტების ინტეგრაციას საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში. სასიხარულოა, რომ მსგავს კოლაბორაციებს მხარს უჭერენ საქართველოში მოქმედი ინდუსტრიები, რომლებიც მჭიდროდ პარტნიორობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან - მათ შორისაა ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი სამთო-მოპოვებითი კომპანია RMG-ი. კომპანია დაინტერესებულია უნივერსიტეტთან გრძელვადიანი თანამშრომლობით და ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მოზიდვით, რაც კიდევ უფრო ამყარებს კავშირს განათლებას, მეცნიერებასა და პრაქტიკულ წარმოებას შორის.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფაკულტეტის 4 სტუდენტი, რომლებიც სასწავლო და კვლევით პროცესს ავსტრიულ უნივერსიტეტში გაივლიან, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოში ჩამოიტანენ, რასაც მოახმარენ დარგში არსებული გამოწვევების დაძლევას, ქვეყნის სამთო-სამრეწველო და სამეცნიერო განვითარებას“, - აღნიშნავს გიორგი ხეცურიანი.

ბოლო სიახლეები