ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 153-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაბომბვის შედეგად 95 ადამიანი დაშავდა.
ირანის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს, სკოლის შენობა სამჯერ დაიბომბა. „სიენენმა“ შემთხვევის ადგილზე გეოლოკაციური ვიდეო გადაიღო, რომელიც ირანის სამხედრო ბაზიდან დაახლოებით 60 მეტრში მდებარეობს.
ამერიკული ტელეკომპანიის თანახმად, როგორც ჩანს, სკოლა ადრე ბაზის ნაწილი იყო, თუმცა თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, რომ ეს ორი ადგილი, სულ მცირე, 2016 წლიდან არის გამოყოფილი.

