ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აფრთხილებს, რომ სულიერი ლიდერის ლიკვიდაციისთვის დიდ საფასურს გადაიხდის. ამის შესახებ ირანის მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დონალდ „ტრამპმა ამერიკელი ხალხი ირანის წინააღმდეგ არასამართლიან ომში ჩაითრია, დაექვემდებარა რა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სულელურ გამოხტომებს“.
„დაე, ის დღეს დაუფიქრდეს: ბოლო დღეების განმავლობაში 500-ზე მეტი ამერიკელი სამხედროს დაცემის შემდეგ სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ კვლავ ძალაშია თუ ის „ისრაელი უპირველეს ყოვლისად“ იქცა? ისტორია ჯერ არ დასრულებულა და იმამ ხამენეის მოწამეობრივი სიკვდილი მძიმე საფასურად დაგიჯდებათ“, – წერს ლარიჯანი.

