ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელი „დაუსჯელი არ დარჩება“ და თეირანი „არ წავა ნახევარ ზომებზე“ თავდასხმებზე პასუხის გაცემისას.
ირანის ტელევიზიით გამოსვლისას, ხამენეიმ პირობა დადო, რომ ირანის შეიარაღებული ძალები ისრაელს „უძლურს“ დატოვებენ.
ეს განცხადება მოჰყვა ისრაელის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმებს, რომლის სამიზნე თეირანი, სხვა ქალაქები და ბირთვული ობიექტები იყო.
თავდასხმების შედეგად, ირანული მედიის ცნობით, დაიღუპნენ მაღალჩინოსანი სამხედრო პირები, მათ შორის ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მოჰამად ბაგერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი, ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის “ხათამ ალ-ანბიას” მეთაური ღოლამალი რაშიდი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური ალი ჰაჯიზადე, ასევე 6 ბირთვული მეცნიერი.