აითოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ, – ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ასევე, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალი უზენაესი ლიდერის არჩევნები შესაძლოა 6 მარტის შემდეგ ჩატარდეს.
მედიის ინფორმაციით, ექსპერტთა საბჭოს შეხვედრა ხამენეის დაკრძალვის შემდეგ გაიმართება.
ცნობისთვის, დღეს ისრაელმა ქალაქ ყუმში მდებარე ექსპერტთა საბჭოს შენობას დაარტყა. Fox News-ის ინფორმაციით, ისრაელმა მაშინ დაარტყა, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ. მოგვიანებით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ შენობიდან ევაკუაცია დარტყმამდე განხორციელდა.
აითოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია 28 თებერვალს ისრაელის მიერ მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად განხორციელდა.

