ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებში აშშ ისრაელის პარტნიორია და ამბობს, რომ აშშ-მა „საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“.
აბას არაღჩის თქმით, თავდასხმები არასდროს მოხდებოდა აშშ-ის მიერ ისრაელისთვის „მწვანე შუქის“ ანთებისა და მხარდაჭერის გარეშე.
„ჩვენ მივიღეთ შეტყობინებები სხვადასხვა არხიდან, რომ აშშ-ს ამ თავდასხმაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ჩვენ არ გვჯერა ამის და გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამას“, – განაცხადა არაღჩიმ.