ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განცხადებით, ირანის მიმართ თავის შეკავებასთან დაკავშირებით მოწოდებები უსამართლოა. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დევივ ლამისთან საუბრის დროს განაცხადა.
აბას არაღჩის თქმით, ირანის პასუხი ისრაელის თავდასხმებზე იქნება „მტკიცე და გადამწყვეტი“.