,,ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის 111-ე მუხლის თანახმად, აიათოლა არაფის დანიშვნით, მუშაობას შეუდგა სულიერი ლიდერის დროებითი საბჭო, ახალი წინამძღოლის არჩევამდე.
აღნიშნული საბჭო შედგება პრეზიდენტის, სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარის და კონსტიტუციის საზედამხედველო საბჭოს წევრი ისლამური სამართლის ერთ-ერთი ექსპერტისგან (ფაკიჰი). საბჭო წარმოადგენს სამართლებრივ მექანიზმს კონსტიტუციის ფარგლებში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მართვისათვის”- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ facebook- ზე წერს.

