ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

ირანის ელჩი: რწმენისა და ერთობის სიმბოლო წავიდა- საქართველო დიდ სულიერ წინამძღოლს ემშვიდობება

,,რამდენიმე წუთის წინ ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს სულიერი წინამძღოლის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი; პიროვნება, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და გარდამავალი პერიოდის რთულ წლებში, სიბრძნითა და მოთმინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი კავშირების შენარჩუნებაში. ირანელი ხალხისთვისაც მისი სახელი უკავშირდება რელიგიათაშორის და ცივილიზაციათაშორის მეგობრობასა და დიალოგს. მისმა ისტორიულმა ვიზიტმა ირანში და შეხვედრამ ირანის ისლამური რესპუბლიკის აწ მოწამეობრივად აღსრულებულ სულიერ ლიდერთან, აიათოლა სეიედ ალი ხამენეისთან, აგრეთვე გულთბილმა შეხვედრებმა ირანში მცხოვრებ ქართველებთან, ორი ერის კულტურულ და სულიერ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაშალა; ფურცელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, რწმენასა და საერთო ადამიანურ მემკვიდრეობაზე. ილია მეორე დარჩება საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში როგორც რწმენის, იდენტობისა და ურთიერთთანადგომის ხმა. ამ მძიმე დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მეგობარ ქართველ ერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და მის ყველა გულშემატკივარს. ვევედრები უზენაესს, რომ დიდი სულიერი წინამძღოლის სულს საუკუნო სასუფეველი დაუმკვიდროს”-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუმინეთის პატრიარქი – ილია მეორე იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, მარადიული იყოს მისი ხსოვნა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ის იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“, – ნათქვამია წერილში.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 18 მარტს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც დაკრძალვის თაობაზე სხვა დამატებითი დეტალები გამოცხადდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს განცხადებას.მათივე ცნობით, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო – მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი.„გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.მისი მრავალწლიანი მსახურება — რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სამძიმრის ტექსტში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია მეორის ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, წარუშლელ კვალს ტოვებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებით. მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, წარუშლელ კვალს ტოვებს“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო სიახლეები